გადამფრენი ბატები მწყობრად ლათინური ასო V-ს ფორმით მიფრინავენ, ეს მათ საშუალებას აძლევს დაზოგონ ენერგია ხანგრძლივი ფრენის დროს. ეს იმიტომ ხდება, რომ გადამფრენი ფრინველების წინამძღოლის უკან წარმოიქმნება  ჰაერის ნაკადი, რომელიც უკან მყოფ ფრინველებს  შესაძლებლობას აძლევს ჰაერში გაჩერდნენ ნაკლები ენერგიის დახარჯვით.

ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, Airbus-ი პროექტ fello’fly-ს დანერგავს, რომელის ითვალისწინებს  შორმაგისტრალურ  თვითმფრინავებში საჰაერო ხომალდების წყვილში ფრენის დანერგვას.

წინასწარმა გათვლებმა აჩვენა, რომ ფრენის იმიტირების დროს მეორე თვითმფრინავს ნაკლები წინაღობა ხვდება პირველი თვითმფრინავის მიერ ჰაერის კვეთისას გამომუშავებული ამწევი ძალის გამო.

შედეგად, მეორე თვითმფრინავი შეძლებს ძრავის გამწეობის შემცირებას, რაც საწვავის მოხმარების 5-10%-ით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.
ამასთან, წყვილში ფრენა პილოტების მხრიდან უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს, რადგან ერთმანეთთან შედარებით ახლო მოუწევთ ფრენა და სასურველი შედეგის მისაღებად ამის გაკონტროლება მოუხდებათ.

fello’fly Airbu-ის პრაქტიკული გამოცდა 2020 წლისთვის იგეგმება, მათ შორის წყვილში ორი A350 თვითმფრინავის გამოყენებაზე. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ამ ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოყენება მომდევნო ათწლეულში იქნება შესაძლებელი.