ხორცის ჭამა მოდიდან გადადის, ხოლო ფრენის “დაგმობა” მოდაში შემოდის. თაობა “Z” სამყაროს გარდაქმნას ახდენს და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას ამისთვის მომზადება მოუწევთ.

„ზილენიალების“ თაობა მალე ეკონომიკური თვალსაზრისით წამყვანი თაობა გახდება, რომლიც გააძლიერებს ახალ ბაზრებს და მხარს დაუჭირს მისთვის მნიშვნელოვან სექტორებს, რაც მოდიდან გადასული კომპანიებისთვის არასახარბიელო სიტუაციას შექმნის” – ნათქვამია Bank of America-ის ახლახან გამოქვეყნებულ  კვლევაში.

თაობა “Z-ის“ რევოლუცია იწყება. ონლაინ სამყაროში დაბადებული პირველი თაობა ძირითადი სამუშაო ძალა ხდება და შესაბამისად სხვა თაობები იძულებულები არიან მათ წესებს დაემორჩილონ – განაცხადა Bank of America-ს ანალიტიკოსმა Haim Israel-მა.  

თაობა “Z“ 1996-2016 წლებში დაბადებულ ადამიანებს ეწოდება. როგორც Bank of America-ს კვლევაშია ნახსენები ისინი „მილენიალების“ თაობას პირველობას 2031 წლისთვის ჩამოართმევენ. ამ თაობის წარმომადგნელები, 10-დან 9 განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობენ, საიდანაც ინდოეთზე 20 % მოდის. ეს ცვლილება ასევე სასიკეთო იქნება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა მექსიკა, ფილიპინები და ტაილანდი. ამასთანავე, აღნიშნული ცვლილებები დადებითად აისახება შემდეგ ინდუსტრიებზე: ელექტრონული კომერცია, მედია, გარემოსდაცვა, სოციალური და კორპორატიული საკითხების მართვა, ხოლო ალკოჰოლის, ხორცის, ავტომობილების და მოგზაურეობის ინდუსტრია, ბევრ სხვა ინდუსტრიასთან ერთად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

თაობა “Z-ის“ წარმომადგენლები თავიანთი ცხოვრების და თანხების განკარგვას სხვაგვარად ახდენენ, 80 % საინვესტიციო გადაწვეტილებებში გაითვალისწინებს  გარემოს, სოციალური და კორპორატიული საკითხების ფაქტორებს.

Bank of America-ს კვლევამ, რომელშიც 14,000-ზე მეტი თაობა “Z-ის“ წარმომადგენელი მონაწილეობდა, შემდეგი სურათი აჩვენა: 

  • უმრავლესობას შეზღუდული აქვს ხორცის მოხმარება რაღაც დოზით და ბევრი მათგანი არ ღებულობს ალკოჰოლს;
  • ისინი მიესალმებიან ფინანსების მართვის ახალ ტექნოლოგიებს და კრიპტოვალუტებს. შესაბამისად, ბანკებს მოუწევთ თავიანთი სერვისების გადაფასება;
  • 16-18 წლის ადამიანების 40 % უპირატესობას ანიჭებს მეგობრებთან ვირტუალურ ურთიერთობას, მაშინ როდესაც ეს მონაცემი მილენიალების  შემთხვევაში 35 %, ხოლო თაობა „X-ის“ შემთხვევაში 30 %-ია. 

Bank of America – ის მიხედვით ზემოაღნიშნულმა ინვესტიციებზე შესაძლოა შემდეგი გავლენა მოახდინოს:

  • მდგრადობის მხარდამჭერი აქტივიზმი საფრთხეები შეუქმნას სწრაფი მოდის ინდუსტრიას;
  • ყურადღების გადატანა მოხდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებზე, სადაც კონცენტრირებული იქნება თაობა “Z-ის“ შემოსავლების 37 %, რაც 2040 წლისთვის 41 %-მდე გაიზრდება;
  • ხმოვანი ტექნოლოგიების დახმარებით წიგნიერების დაბალი დონის მქონე ადამიანებისთვის ელექტრონული კომერცია უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ვინაიდან ხმოვანი ასისტენტები სულ უფრო და უფრო მეტ ენაზე იწყებენ საუბარს;
  • მდგრადობის პრინციპებიდან გამომდინარე ფრენის დაგმობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, შესაბამისად თვითმფრინავით გადაადგილება და მოგზაურობის სფერო შესაძლოა დაზარალდეს;
  • ალკოჰოლის და თამაქოს კომპანიებს მოუწევთ უფრო ჯანსაღი პროდუქტების შემუშავება, როგორებიცაა ნაკლები შაქრის და ალკოჰოლის შემცველობის სასმელები და .ა.შ
  • ეს თაობა ნაკლებად დაინტერესებულია მანქანის ფლობით და უფრო მეტად ტრანსპორტირების ალტერნატიული  მოდელები და სერვისები იზიდავთ. ავტომობილების მწარმოებლებს  მოუწევთ ონალაინ სერვისების გაძლიერება კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

Bank of America-ის მიხედვით შემდეგი თაობა იქნება თაობა „C“- იგივე კოვიდ-თაობა.

თუ როგორი იქნება კოვიდ-თაობა, დასკვნა თქვენთვის მოგვინდია, თუმცა ქართული ტურიზმის განვითარების სტრატეგია უკვე უნდა ფიქრობდეს მოგზაურთა ქცევის ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებას ტურისტული პროდუქტების და სერვისების ადაპტაციის კუთხით.

წყარო: tourister.ge