ბოლო წლებში, საქართველოდან პოლონეთის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად იცვლება. როგორც avia.ge-ს ადმინისტრაციაში განმარტავენ, 2024 წლის მონაცემებით, avia.ge-ზე პოლონეთის მიმართულებით ფრენების ძიებების რაოდენობა, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.37%-ითაა შემცირებული. ეს ტენდენცია აჩვენებს, რომ პოლონეთის მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა იკლებს.
avia.ge-ს მიხედვით, ირკვევა, რომ 2023 წელს ვარშავის, კრაკოვის, კატოვიცეს, ვროცლავის და პოზნანის მიმართულებები განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო, თუმცა 2024 წელს ძიებების რაოდენობა ზოგიერთ ქალაქში შემცირდა. მიუხედავად ამისა, პოლონეთის მიმართულება კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად მარშრუტად ქართველებისთვის.
რატომ შემცირდა მოთხოვნა პოლონეთის მიმართულებაზე?
პოლონეთის მიმართულებაზე მოთხოვნის შემცირება შესაძლოა გამოწვეული იყოს Wizz Air-ის პირდაპირი ფრენების დროებით გაუქმებით, რაც თვითმფრინავის ძრავებთან დაკავირებულმა პრობლემებმა გამოიწვია. ამ მიზეზით მგზავრებს უწევთ ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება, რაც ხშირად უფრო ძვირი და ნაკლებად მოსახერხებელია.
- ვარშავა (Warsaw)– კვლავ ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, თუმცა ძიებები 15%-ით შემცირდა.
- კრაკოვი (Krakow) – 2024 წელს ძიებები 30%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
- კატოვიცა (Katowice) – ძიებების რაოდენობა 25%-ით შემცირდა.
- პოზნანი (Poznan) – მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ზრდა დაფიქსირდა, ზოგადი ტენდენცია კლებას აჩვენებს.
- ვროცლავი (Wroclaw) – ძიებების რაოდენობა 22%-ით შემცირდა.
პოლონეთის რომელ ქალაქებში სრულდება პირდაპირი ფრენები საქართველოდან ?
საქართველოსა და პოლონეთს შორის პირდაპირი ფრენები თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ვარშავაში, კატოვიცეში, ვროცლავში და პოზნანში სრულდება. თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია LOT Polish Airlines ასრულებს. ხოლო ქუთაისიდან კი ავიაკომპანია Wizz Air .
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სტატისტიკა ეფუძნება avia.ge-ზე განხორციელებულ ძიებებს 2023 და 2024 წლის პერიოდში. შესაბამისად, მონაცემები ასახავს იმ მომხმარებლების ინტერესს, რომლებიც ამ პლატფორმას იყენებენ, და შესაძლოა გარკვეული განსხვავებები არსებობდეს საერთო საჰაერო მიმოსვლის სტატისტიკასთან.
წყარო: avia.ge