კურიოზული ინციდენტი გერმანიაში: ჯიუტმა ზღარბმა ასაფრენ ბილიკზე ასვლით აეროპორტის მუშაობა დაბლოკა.
შემთხვევა ქალაქ არნშტადტის აეროპორტში მოხდა. მსუბუქი თვითმფრინავის პილოტი უკვე აფრენისთვის ემზადებოდა, როდესაც მოულოდნელად შეამჩნია ზღარბი.. სიტუაციის შეფასების შემდეგ მან გადაწყვიტა ფრენის გადადება.
ამასობაში ზღარბი დაკავებული იყო საკვების მოძიების. მას არ აინტერესებდა, რომ მისმა ასაფრენ ბილიკზე ყოფნამ მთელი აეროპორტი გააჩერა. აეროპორტის თანამშრომლები ცდილობდნენ, ზღარბის ყურადღება ბალახზე სცადეს, სადაც საკვების პოვნის შანსი უფრო მაღალი იყო, მაგრამ ცხოველი არ წყვეტდა მცდელობას, ეპოვა კერძი ზუსტად იქ, სადაც იყო ანუ ასაფრენ ბილიკზე.
ჯიუტ ზღარბთან „მოლაპარაკებას“ დაახლოებით 30 წუთი დასჭირდა და ამ დროის განმავლობაში აეროპორტი პარალიზებული რჩებოდა. საბოლოოდ, ზღარბი დანებდა და ნელი მოძრაობით ახლომდებარე მდელოზე გადავიდა.