20 მარტიდან სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობის იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ ავიასპეციალისტი დასაქმებულია საქართველოში რეგისტრირებულ ავიასაწარმოში და მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას განახორციელებს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ საჰაერო ხომალდზე, ან შეასრულებს არაკომერციულ ფრენას. აღნიშნულს უკვე ითვალისწინებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ( GCAA) დირექტორის  №41 ბრძანება, რომელიც „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილებების შეთანას ითვალისწინებს.

სააგენტო არ აღიარებს იმ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოწმობას, რომელსაც ICAO-ს მიერ დადგენილი აქვს ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების მიმართულებით.

ასევე, მოწმობის აღიარებით დაინტერესებული პირი (გარდა პლანერის პილოტის მოწმობისა) ან საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმო სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სხ-ის ტიპ(ებ)ი (შესაბამისი უფლებამოსილებ(ებ)ით), რომელზეც სურს ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარების მიღება და წარუდგენს სააგენტოს:

ა) ავიასპეციალისტის მოწმობას ან მის ასლს;

ბ) შესაბამისი კლასის მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს, რომელიც გაცემულია საქართველოს ეროვნული ან ავიასპეციალისტის მოწმობის გამცემი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ავიასპეციალისტის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლს;

დ) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მოწმობის აღიარების შემთხვევაში:

დ.ა) მოწმობის პირველად აღიარების შემთხვევაში, აღიარებით დაინტერესებულ საქართველოში რეგისტრირებულ ავიასაწარმოში (მოყვარული პილოტის შემთხვევაში – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სდ-ში), თეორიული გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს შემდეგ საგნებში:

დ.ა.ა) საჰაერო სამართალი;

დ.ა.ბ) მეტეოროლოგია (გარდა ბორტინჟინრის მოწმობის მფლობელისა);

დ.ა.გ) საექსპლუატაციო წესები (გარდა მოყვარული პილოტის მოწმობის აღიარებისა);

დ.ბ) კერძო მფლობელობაში არსებული სხ-ის ექსპლუატაციით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოწმობის მფლობელის შემთხვევაში – სხ-ის მფლობელის შუამდგომლობა, სადაც მითითებული იქნება სხ-ის სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც აღინიშნება ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარების ჩანართში;

დ.გ) ამ პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ.“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება:

დ.გ.ა.) ავიაკომპანიის/სხ-ის მფლობელის მიერ მოწვეული პილოტ-ინსტრუქტორის/უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის (PI/CPI/TRI/TRE) მოწმობის/უფლებამოსილების მფლობელზე, რომელიც ახორციელებს საწვრთნელ ფრენებს ან სამარშრუტო/საკვალიფიკაციო შემოწმებას;

დ.გ.ბ) პილოტის მოწმობის მფლობელზე, რომელიც ახორციელებს არაკომერციულ ფრენას ტექნიკური გადაფრენის ან საავიაციო ტექნიკის შემოწმების მიზნით.

შენიშვნა: 1. ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ  შემთხვევაში, პროცესს  წარმართავს და ზედამხედველობას უწევს ავიასაწარმოში საფრენოსნო ექსპლუატაციაზე და სწავლების უზრუნველყოფასა პასუხისმგებელი პირი.

ბორტგამყოლის მოწმობის აღიარების შემთხვევაში – ბორტგამყოლ-გამომცდელთან წარმატებით გავლილი საკვალიფიკაციო შემოწმების დამადასტურებელ დოკუმენტს;