როგორ მივიდეთ ქუთაისის აეროპორტამდე?
🎒 მოგზაურობის დაწყებამდე, ჯერ აუცილებელია აეროპორტში მოხვდეთ. გთავაზობთ იმ ტრანსპორტის ჩამონათვალს, რომლის საშუალებითაც ქუთაისამდე უსაფრთხოდ და კომფორტულად ჩახვალთ
1. ავტობუსები/მიკროავტობუსები 🚌🚐
ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა სატრანსპორტო გადაყვანას თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით, ავტობუსებით/მიკროავტობუსებით ახორციელებს ორი კომპანია – Georgian Bus და Omnibus Express • ომნიბუს ექსპრესი. ბილეთების დაჯავშნა/შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით, კომპანიის ვებგვერდზე ან აეროპორტში.
2. რკინიგზა🚄
ქუთაისის აეროპორტის მგზავრების მატარებლით გადაყვანას უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway. რკინიგზის სადგური მდებარეობს ქუთაისის აეროპორტიდან 1.8 კილომეტრში, საიდანაც მგზავრები ისარგებლებენ შატლების უფასო მომსახურებით, როგორც აეროპორტიდან რკინიგზის სადგურის, ასევე რკინიგზის სადგურიდან აეროპორტის მიმართულებით
3. აეროპორტის ტაქსი 🚕
Bene Exclusive • ბენე ექსკლუზივი აეროპორტის მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილებს, დაზღვეულ მგზავრობასა და ფიქსირებულ ტარიფებს სთავაზობს
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას, ტელეფონის ნომერზე: 032 052 100 ან ვებგვერდზე www.flytaxi.ge
4. SHUTTLE BUS 🚍
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ქუთაისის ცენტრამდე, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS-ი ემსახურება. ავტობუსების განრიგი ფრენებზეა მორგებული, 1 გზის საფასური კი 5 ლარია.