ფრენის დროს „აფგრეიდის“ (კლასის გაუმჯობესება) მიღება ბევრისთვის ლატარიის მოგებას უდრის. მიუხედავად იმისა, რომ იღბალი დიდ როლს თამაშობს, ოთხი წამყვანი სამოგზაურო ექსპერტი ამტკიცებს, რომ არსებობს ინსაიდერული ხერხები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის კომფორტულ სავარძელში მოხვედრის შანსს საბიუჯეტო ფასად.

International Citizens Insurance-ს პრეზიდენტი, ჯო კრონინი, მიიჩნევს, რომ ელიტური სტატუსის ქონა აუცილებელი არ არის, თუკი მგზავრი „ჭკვიანურ შესყიდვას“ განახორციელებს. მისი რჩევები შემდეგია:

ოპტიმალური დრო: ფრენამდე ორი-სამი კვირით ადრე ავიაკომპანიები ხშირად აქვეყნებენ პრემიუმ კლასის ბილეთებს შესამჩნევად დაბალ ფასად.

ბოლო წუთის ფასდაკლება: გამგზავრებამდე ერთი-ორი დღით ადრე ხელახლა შეამოწმეთ ჯავშანი. ავიაკომპანიები ხშირად ამცირებენ ფასებს, რათა ბოლო დარჩენილი ადგილები შეავსონ.

მობილური აპლიკაცია: ყოველთვის გადაამოწმეთ ფასები ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციაში, რადგან მობილური ვერსია ხშირად უფრო სწრაფად ანახლებს და გვთავაზობს უკეთეს შეთავაზებებს, ვიდრე ვებგვერდი.

Sara Wilcox, Fora Advisor-ის კონსულტანტი, რჩევას აძლევს იმ მგზავრებს, რომლებიც ავიაკომპანიების ჰაბ-ქალაქებში ცხოვრობენ, სადაც სტატუსის მიხედვით აფგრეიდის მიღება თითქმის შეუძლებელია:

“თუ ფრენამდე მინიმუმ ერთი კვირა დარჩა, დაჯავშნეთ ეკონომ კლასი. შემდეგ კი, ავიაკომპანიის აპლიკაციაში, შეამოწმეთ, ხომ არ გთავაზობთ სისტემა დამატებითი გადასახადით აფგრეიდს. უმეტეს შემთხვევაში, ეკონომ კლასის ფასი პლუს აფგრეიდის საფასური გაცილებით ნაკლები გამოვა, ვიდრე თავიდანვე ბიზნეს/პირველი კლასის ბილეთის შეძენა.”

Dollar Flight Club-ის დამფუძნებელი, Jesse Neugarten, და Harnal Travel-ის დამაარსებელი, Ruchi Harnal, კიდევ ორ ეფექტურ სტრატეგიას ასახელებენ:

შეთავაზება აუქციონზე (Bidding): “ზოგიერთი ავიაკომპანია გაძლევთ საშუალებას, ფრენამდე ერთი დღით ადრე აფგრეიდზე დაადოთ ფასი (Bidding). თუ მოთხოვნა დაბალია, შესაძლოა, ბიზნეს კლასის ბილეთი მხოლოდ რამდენიმე ასეულ დოლარად მიიღოთ,” — განმარტავს ნეუგარტენი.

რეგისტრაციის დახლთან (Check-in Counter) მისვლა ზუსტად გახსნის მომენტში. როგორც ჰარნალი აღნიშნავს, ავიაკომპანიები ზოგჯერ “აფგრეიდს დახლთან სთავაზობენ გაცილებით იაფად, ვიდრე თავდაპირველი ტარიფია”. ნეუგარტენმა პირადად გამოიყენა ეს სტრატეგია და საერთაშორისო ბიზნეს კლასის ადგილი მხოლოდ $200 დამატებითი თანხით მიიღო.

ჯო კრონინის თქმით, მოთმინება გადამწყვეტია. საათის ნაცვლად, მგზავრებს ურჩევს, თვალი ადევნონ სავარძლების რუკას (Seat Map). “როგორც კი შეამჩნევთ, რომ პრემიუმ რიგები ივსება, მაშინვე შეიძინეთ აფგრეიდი, სანამ ფასი კვლავ არ გაიზრდება. თუ რუკა ბოლო წუთამდე ცარიელი დარჩება, სავარაუდოდ, მალე ფლეშ გაყიდვა დაიწყება.”

ექსპერტების აზრით, ეს ხერხები, იღბალთან ერთად, საგრძნობლად გაზრდის იმის შანსს, რომ თქვენი მოგზაურობა “შამპანურის ჭიქით პირველ კლასში” დაიწყოს.