გავიგეთ, რომ არჩევნებამდე მთავრობის ეს პოლიტიკა არ შეიცვლება. ახლა, როგორც არ უნდა ჩაიაროს არჩევნებმა 2021 წელი ხომ მაინც მოვა?! – კითხულობს “ჰელისკი ჯორჯიას” ხელმძღვანელი ვატო ასათაშვილი.
ასათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ცის გახსნასთან და ზოგადად ავიაციის სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე ბევრი კითხვაა და იმედი აქვს, რომ პასუხებს საარჩევნო კამპანიისას და ახალ დაპირებებისას მაინც მიიღებს.
“ერთი კითხვა მაქვს ავიაციის სპეციალისტებთან:
როგორ გგონიათ 2021 წელს საერთაშორისო ფრენების საშუალო ფასები ევროპის ძირითად მიმართულებებზე რა იქნება?
მე ამ შემთხვევაში ტურიზმის პრობლემაზე არ ვლაპარაკობ, საშუალო სტატისტიკური ქართველის მგზავრობის ხარჯები მინდა დავთვალო.
როგორც გვახსოვს, წლების წინ სამოგზაუროდ წასასვლელად ევროპულ მიმართულებებზე ფრენის ღირებულება 1 ადამიანზე ორი გზა დაახლოებით 500-700$ გვიჯდებოდა.
ვბრაზობდით და ნერვები გვეშლებოდა, აღმოსავლეთ ევროპელი მეზობლები 30-50 ევროდ დაფრინავენ, ჩვენ კი ასე ვიწეწებით. ვბრაზობდით Georgian Airways-ზე, Turkish Airlines-ზე, Lufthansa-ზე და ყველას კარტელურ გარიგებებში ვადანაშაულებდით.
გავიდა დრო, მგზავრთნკადი გაიზარდა, ამუშავდა ბათუმის აეროპორტი, აშენდა ქუთაისი, შემოვიდნენ “ლოუ ქოსტები” და ნელა-ნელა 30 ევროიანი ბილეთებიც გამოჩნდა ონლაინ.
2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის საქართველოდან სამოგზაუროდ ნაყიდი ბილეთის ფასი საშუალოდ 250-300$ ის ფარგლებში მერყეობდა (აქ გასათვალისწინებელია საკვანძო ფრენების კომბინაციები, პიკური სეზონები, აეროპორტების არჩევანი და ა.შ.). მოკლედ თუ თადარიგს ადრე დავიჭერდით შეიძლებოდა 50$-დან გვეფრინა დასასვენებლად ევროპული მიმართულებით.
მერე მოვიდა კოვიდი!
რა მოხდება 2021 წელში?
ვხედავთ, რომ მთავრობა გვპირდება, მაგრამ მაინც არ ხსნის საზღვრებს; უარს ეუბნება ავიაკომპანიებს მოთხოვნილ სიხშირეებზე; სელექციურად ნიშნავს რაღაც ფრენებს რომელთა მგზავრთნაკადი ემიგრანტების სეზონურად დაბრუნებასაც არ ყოფნის; ფასები (სუფსიდირებული რეისების გარდა) ძალიან ძვირია, დაახლოებით 2006 – 2007 წლების ნიშნულზე მივიდა.
ტურიზმზე ისევ არ ვსაუბრობ.
გავიგეთ, რომ არჩევნებამდე მთავრობის ეს პოლიტიკა არ შეიცვლება. ახლა, როგორც არ უნდა ჩაიაროს არჩევნებმა, პირველი ტურით თუ მეორე ტურით, გაყალბებით თუ დესტაბილიზაციით, 2021 წელი ხომ მაინც მოვა?!
როგორ გგონიათ მგზავთნაკადი უცებ ძველ ნიშნულზე ავა და ფასებიც 2018-2019 წლის ანალოგი გახდება?
თუ მინიმუმ 2023-2024 წლამდე მოგვიწევს 10 წლის წინანდელი ფასებით ფრენა?
ვინმემ კითხეთ თურნავას, როგორც ჩანს ჯიგრებს მთავრობის ხელმძღვნელობის სურვილი ისევ აქვთ და რა სტრატეგიული გათვლას აკეთებენ, რამეს მაინც არ დაგვპირდებიან, მაგალითად ყველას უფასო ბილეთი, ან ყველა 2021 წელს დაბადებულს ბიძინა მონათლავს, ან რამე კიდე უფრო კრეატიულს.
ველოდები საარჩევნო კამპანიას და ახალ დაპირებებს”, წერს ვატო ასათაშვილი.