Travel + Leisure-ის სტატიაში ბორტგამცილებელი ჩარიტი მური (Charity Moore) გვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ გავხდეთ ეკიპაჟის „ფავორიტი“ მგზავრი. მისი თქმით, ეს მცირე ჟესტები ხშირად განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას და სერვისს მიიღებთ ფრენისას.
ჩარიტი მურის თქმით, ეკიპაჟის წევრებს ძალიან უყვართ მადლიერი და თავაზიანი მგზავრები. აი, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის:
1. პატარა საჩუქრები (Goody Bags)
ბორტგამცილებლები ხშირად 14 საათს ატარებენ ჰაერში და მათთვის ნებისმიერი პატარა ყურადღება ძვირფასია.
Starbucks-ის სასაჩუქრე ბარათები, ხელის სადეზინფექციო საშუალება, ჰიგიენური პომადა, თვალის პატჩები ან პატარა ტკბილეული.
2. უსაფრთხოების ღვედის ნიშნის პატივისცემა
მიუხედავად იმისა, რომ გადაუდებელი შემთხვევები არსებობს, ეკიპაჟს ძალიან მოსწონს, როდესაც მგზავრები ემორჩილებიან ღვედის ნიშანს და უმიზეზოდ არ დგებიან მაშინ, როდესაც ეს აკრძალულია.
3. ელემენტარული ზრდილობა შეკვეთისას
ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ თქვათ სასმლის სახელი (მაგ: „ჯინჯერ ეილი“), დაამატეთ „თუ შეიძლება“ (Please).
თუ ყავას სვამთ, წინასწარ დააზუსტეთ — „ერთი ყავა, ორი ნაღებითა და ორი შაქრით“. ეს ეკიპაჟს დროს უზოგავს და მათ ძალიან ახარებთ.
კვების სერვისის დროს მოიხსენით ყურსასმენები, რათა არ მოუხდეთ კითხვის რამდენჯერმე გამეორება.
4. წესრიგი სალონში
დაჯექით ზუსტად თქვენს კუთვნილ ადგილზე. სხვის ადგილზე დაჯდომა ქმნის ქაოსს და ხშირად რეისის დაგვიანების მიზეზიც ხდება.
ნუ ჩადგებით გასასვლელში, როდესაც ბორტგამცილებლები ურიკებით გადაადგილდებიან.
5. ყურადღების მიქცევის სწორი ფორმა
ნუ შეეხებით ბორტგამცილებელს ფიზიკურად (ხელის მოკიდება ან დაქაჩვა) ყურადღების მისაქცევად. უბრალოდ დაუძახეთ ან გამოიყენეთ გამოძახების ღილაკი.
ჩარიტი ამბობს, რომ მათ ყველა მგზავრი უყვართ, თუმცა განსაკუთრებით აფასებენ მათ, ვინც აჩვენებს, რომ ეკიპაჟის შრომა დანახულია. „კეთილ ადამიანებს ხშირად ბონუსად Bailey’s-საც ვუმატებთ ხოლმე ყავაში,“ — ამბობს ის ხუმრობით.












