სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს ერთ-ერთ უმსხვილეს აეროპორტად იყო მიჩნეული და წელიწადში 68 მლნ მგზავრს ატარებდა დღეს დაცარიელებულია.
მსგავსი ტრაფიკი დღეს ევროპაში ფრანკფურტისა და პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტს აქვს.
სტამბოლის მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა ფუნქციონირება 1912 წელს დაიწყო.
ერთ დროს სტამბოლის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ევროპულ ნაწილში მდებარეობს და ის თავდაპირველად სამხედრო აეროდრომის სტატუსით გაიხსნა. აეროპორტის თავდაპირველი სახელი იყო „იეშილქიოის აეროპორტი“. 1980-იან წლებში „სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი“ დაერქვა, რაც ქემალ ათათურქის პატივსაცემად გაკეთდა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი იყო.
სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის მთავარი აეროპორტის სტატუსს ოფიციალურად 2019 წლის 6 აპრილს დაემშვიდობა და რადგანაც ყველა რეისი და აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიები სტამბოლის ახალ აეროპორტ “სტამბოლში” დამისამართდა. აეროპორტმა “სტამბოლმა” სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტს კოდი IST-იც კი “წაართვა”.ადრე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტის ადგილზე ეროვნული პარკი გაკეთდებოდა, თუმცა როდიდან დაიწყება ამ პროექტის რეალიზება ან კონკრეტულად რა გეგმები აქვს თურქეთის მთავრობას აღნიშნულ ტერიტორიასთან მიმართებაში ჯერჯერობით უცნობია.
დღეს მგზავრები, რომლებიც სტამბოლის მიმართულებით მიფრინავენ და ამ დროს როგორც წესი ხომალდი შედარებით დაბალ სიმაღლეზეა, დაცარიელებულ სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტს კარგად ამჩნევენ. აეროპორტში არც ერთი სამგზავრო თვითმფრინავი აღარ დგას. 30ის თვითმფრინავები, რომლებიც აეროპორტში ერთ მხარეს არიან განლაგებულნი სატვირთო ლაინერებია, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ “გაუჩინარდებიან” და ისინიც აეროპორტ “სტამბოლში” განახორციელებენ რეისებს.
აეროპორტი დღეს VIP-რეისებსაც იღებს.