xr:d:DAFGHij0fqA:85,j:1149956292811561577,t:23121615

ბარსელონამ პოპულარული ტაძრის მშენებლობის დასრულების თარიღი დაასახელა. ქალაქის მთავრობას სურს, რომ Sagrada Familia-ს მშენებლობა 2026 წლისთვის დასრულდეს. რაც თავის მხრივ ემთხვევა ტაძრის არქიტექტორის, ანტონიო გაუდის გარდაცვალების 100 წლისთავს.

2026 წლისთვის იგეგმება იესო ქრისტეს კოშკის მშენებლობის დასრულება, რაც არის ცენტრალური კოშკი. მისი სიმაღლე 173 მეტრია, რომელზეც17 მეტრის სიმაღლის ჯვრის დადგმას გეგმავენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ, შენობა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტაძარი გახდება.

ბარსელონა უკვე ელოდება ტურიზმის ზრდას ამ მოვლენის გამო. ტაძრის მიმართ ინტერესი გაიზარდა მაშინაც კი, როცა მშენებლობის საბოლოო თარიღი გამოცხადდა.

ბარსელონაში Sagrada Familia-ს მშენებლობა 140 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. სირთულეები მუდმივად წარმოიშვა მშენებლობის დროს. აღმოჩნდა, რომ მშენებლობის ნებართვაც კი არ იყო გაცემული. ეს გამოსწორდა 2019 წელს, 137 წლიანი უკანონო მშენებლობის შემდეგ.