ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით, 2025 წლის 12 აპრილიდან, ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება, რომელსაც განახორციელებს Lufthansa-ს ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss Air. როგორც შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ფრენები შესრულდება რეგულარულად, კვირაში ორი სიხშირით.
„ასევე აღსანიშნავია, რომ ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet 2025 წლის 31 მარტიდან პირდაპირ ფრენებს განახორციელებს ჟენევა-თბილისი-ჟენევის მიმართულებით, კვირაში ორი, რეგულარული სიხშირით“, – განმარტავენ საელჩოში.