როდესაც გერმანია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან საერთაშორისო საზღვარს გახსნის, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც გერმანია ფრენებს აღადგენს – აღნიშნულის შესახებ განცხადება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
მარიამ ქვრივიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირს საერთაშორისო მოგზაურების რეგულირების საკითხი არ აქვს შემუშავებული.
“ევროკავშირის ყველა ქვეყანა ივლისის დასაწყისამდე ხსნის მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს შიგნით საზღვრებს და მათ შორის გერმანია, რომელმაც თქვა, რომ არათუ მესამე ქვეყნებს არ გაუხსნის საზღვარს, არამედ გაახანგრძლივა ზოგადად საერთაშორისო საზღვრების გახსნა 31 აგვისტომდე, არ მოიაზრებს მხოლოდ საქართველოს, არამედ არც ერთ ქვეყანას, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. ზოგადად გერმანიის მიდგომა ტურიზმთან მიმართებაში ბოლომდე ეფუძნება თვის ბოლომდე შიდა ტურიზმს, თუმცა აქვე განვმარტავ, რომ ჩვენ ძალიან წარმატებით გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკება გერმანიის მთავრობასთან, სადაც მათი ნდობა საქართველოსადმი, როგორც უსაფრთხო მიმართულების, ძალიან მაღალია და ასევე განგვემარტა, რომ როდესაც იქნება შესაბამისი რეკომენდაციები ევროკომისიის და შესაბამისად, ევროკავშირის და იქნება გადაწყვეტილება და პრინციპი გერმანიის, ისევე, როგორც სხვა ევროკავშირის ქვეყნებიდან, როგორ უნდა მოხდეს რეგულირება საერთაშორისო მოგზაურების, საქართველო, მისი დღევანდელი პოზიციონერიბით და უსაფრთხოების ინდექსით იქნება ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და ტურისტული ნაკადები, თუმცა განვმარტავ კიდევ ერთხელ, რომ ეს კრიტერიუმები და რეგულაციები ჯერ კიდევ ევროკავშირსაც არ აქვს შემუშავებული”, – განაცხადა ქვრივიშვილმა.