მთავარი სიახლეები რობოტმა სოფიამ ანგელა მერკელი დაამშვიდა

რობოტმა სოფიამ ანგელა მერკელი დაამშვიდა

96

ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, სამხრეთ კორეის ნაკრებთან გერმანიის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი ნაკრების დამარცხების შემდგომ,  დაამშვიდა.

სოფიასა და ანგელას შეხვედრა ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე “ეთიკა და მანქანები” შედგა.

რობოტი სოფია ჰონკონგური კომპანია Hanson Robotics-ის მიერაა შექმნილი. როგორც ცნობილია ის, საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. სოფია პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. თავის მხრივ, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რობოტი მოქალაქე ჰყავს.

ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები აქვს.

მერკელთან შეხვედრისას რობოტმა უპირატესობა ინგლისურ ენას მიანიჭა, თუმცა მას ბრწყინვალედ ესმის გერმანულიც.

“სოფია, არ გეწყინოს, რომ მე გერმანულად ვილაპარაკებ: ჩვენ ადამიანები ხშირად ვარღვევთ პროტოკოლს”, – განაცხადა კანცლერმა.

სოფიასა და ანგელას შეხვედრისას საუბარი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს და გერმანიის ნაკრების მარცხსაც შეეხო. იმისათვის, რომ კანცლერი დაემშვიდებინა სოფიამ ნაკრების ტიტულებზე და მის გამარჯვებებზე ხაზგასმით ისაუბრა.

რეტროსპექტივის თვალსაზრისით ყველაფერი სწორია, მაგრამ დღეს ჩვენ ყველანი დამწუხრებულნი ვართ”, აღნიშნა მერკელმა.