მთავარი სიახლეები რობოტი სოფია ყაზახეთში ინვესტიციების მოზიდვაზე იმსჯელებს

რობოტი სოფია ყაზახეთში ინვესტიციების მოზიდვაზე იმსჯელებს

116

ჰუმანოიდი რობოტი სოფია ყაზახეთში ჩავა. სოფიას ყახაზეთში მოგზაურობის მიზანი, ასტანაში დაგეგმილი ფორუმი Astana Finance Days-ია.

ფორუმი ყაზახეთის დედაქალაქში 3-დან 5 ივლისამდე გაიმართება. ფორუმზე რობოტი სოფია სპიკერის მოვალეობას შეასრულებს და ინვესტიციების მოზიდვაზე, რისკებზე და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ ჰუმანოიდი რობოტი სოფია ჰონკონგური კომპანია Hanson Robotics-ის მიერაა შექმნილი. როგორც ცნობილია ის, საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. სოფია პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. თავის მხრივ, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რობოტი მოქალაქე ჰყავს.

ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები აქვს.