საუდის არაბეთის ახალმა ეროვნულმა გადამზიდავმა, Riyadh Air-მა, წარმოადგინა თავისი პირველი პრემიუმ კლასის მოსაცდელი დარბაზი — Hafawa Lounge. ლაუნჯი მდებარეობს მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ერ-რიადში, მე-1 და მე-2 ტერმინალებს შორის.
ფლაგმანური ლაუნჯის ფართობი თითქმის 2,000 კვ. მ-ია და ერთდროულად 370-მდე სტუმრისმიღება შეუძლია. დარბაზის ინტერიერი უდაბნოს პეიზაჟებით არის შთაგონებული და ნატურალური მასალებით არის შესრულებული.
ჩამოსვლისთანავე მგზავრებს ავიაკომპანიის საფირმო ყავითა და ფინიკით უმასპინძლდებიან.
Hafawa Lounge სტუმრებს კვების მრავალფეროვან ვარიანტს სთავაზობს:
The Café: აქ მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს საკუთარი საცხობოს ნამცხვრები და ყავა.
Social Lounge და Beverage Corner: შვედური მაგიდის ზონა და უალკოჰოლო პრემიუმ-სასმელების კუთხე.
Executive Dining: რესტორანი დახვეწილი ვახშმებისთვის მენიუთი ან განმარტოებული სადილებისთვის ბაღის ხედით.
სპეციალური ზონები და პრივილეგიები
ლაუნჯში გათვალისწინებულია ცალკეული ზონები სხვადასხვა საჭიროებისთვის:
Family Rooms ან Private Rooms: ოჯახებისთვის განკუთვნილი ოთახები.
Immersive Room: ინტერაქტიული კონტენტის მოყვარულთათვის შექმნილი ციფრული დარბაზი.
ლაუნჯით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნეს-კლასის მგზავრებს, გადამზიდავის პრემიუმ-კლიენტებს და ხშირად მფრენ მგზავრებს. მათ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ Blacklaneსერვისით – უფასო ტრანსფერით მძღოლთან ერთად აეროპორტიდან 50 კმ-ის რადიუსში.
შეგახსენებთ, რომ Riyadh Air-ი 2030 წლისთვის სამეფოს მსოფლიოს 100-ზე მეტ მიმართულებასთან დაკავშირებას გეგმავს, მისი ფლოტი კი 132 საჰაერო ხომალდს ითვლის.












