ავიაკომპანია „Riyadh Air“-მა წარმოადგინა თავისი პირველი პრემიუმ-კლასის მოსაცდელი დარბაზი — „Hafawa Lounge“. ის ერ-რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალებს 1-სა და 2-ს შორის მდებარეობს.
ფლაგმანური ლაუნჯის ფართობი თითქმის 2 000 კვ.მ-ია და 370-მდე სტუმრის დატევა შეუძლია. მოსაცდელ დარბაზში გათვალისწინებულია დასვენებისა და კომუნიკაციისთვის სხვადასხვა ზონა. ჩამოსვლისთანავე მგზავრებს ავიაკომპანიის ბრენდირებული ყავითა და ფინიკებით ხვდებიან.
ლაუნჯის ინტერიერი უდაბნოს პეიზაჟებით არის შთაგონებული და ნატურალური მასალებითარის შესრულებული.
„Hafawa Lounge“ სტუმრებს კვების მრავალფეროვან ვარიანტს სთავაზობს:
- The Café: აქ მომხმარებლებს საკუთარი საცხობის ნამცხვრებსა და ყავას სთავაზობენ.
- Social Lounge და Beverage Corner: „შვედური მაგიდის“ ზონა და უალკოჰოლო პრემიუმ-სასმელების კუთხე.
- Executive Dining რესტორანი: განკუთვნილია დახვეწილი ვახშმისთვის მენიუთი, ან განმარტოებული სადილისთვის ბაღის ხედით.
ლაუნჟში ასევე არის საოჯახო ოთახები (Family Rooms) და კერძო ოთახები (Private Rooms), ხოლო ციფრული ტექნოლოგიების მოყვარულებს შეუძლიათ Immersive Room-ის (ინტერაქტიული კონტენტის დარბაზი) მონახულება.
ლაუნჯი ხელმისაწვდომია ბიზნეს-კლასის და პრემიუმ კლიენტებისთვის, ასევე ხშირად მფრინავი მგზავრებისთვის. მათ შეუძლიათ ისარგებლონ Blacklane სერვისით აეროპორტიდან 50 კმ-ის რადიუსში უფასო ტრანსფერისთვის მძღოლით.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ახალი ეროვნული გადამზიდავი, „Riyadh Air“, 2030 წლისთვის სამეფოს მსოფლიოს 100-ზე მეტ მიმართულებასთან დაკავშირებას გეგმავს. ავიაკომპანიის ფლოტი 132 საჰაერო ხომალდს ითვლის.












