უდიდესმა გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ ჯერ კიდევ 2021 წელს ეკონომ კლასის მგზავრებისთვის, საშუალო მანძილის ფრენებზე, უარი თქვა უფასო ბორტკვებაზე და ფასიანი კვების კონცეფციაზე გადავიდა.
ასეთ გადაწყვეტილებას უნდა შეემცირებინა ავიაკომპანიას ხარჯები, რაც მას დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან უკეთესი კონკურენციის საშუალებას მისცემდა. თუმცა, რეალურად დანაზოგი, რასაც ავიამზიდმა მიაღწია, უბრალოდ გასაოცარია.
Lufthansa-ს ოფიციალური პასუხის თანახმად, გერმანულმა ავიაკომპანიამ დაზოგა 0,47 ევრო სენდვიჩებსა და სასმელებზე. ავიაკომპანიის პასუხი გერმანულმა გამოცემამ You Have Been Upgraded გამოაქვეყნა.
ახალი კონცეფციის დანერგვამდე, როდესაც საშუალო მანძილის ფრენებზე ეკონომ კლასის კვება ფასიანი გახდა, Lufthansa თითო მგზავრზე 0,80 ევროს ხარჯავდა საკვებზე. იმდროინდელ მენიუში შედიოდა პატარა სენდვიჩი ან ბუტებროტი, წყალი, ჩაი, ყავა, წვენი, გამაგრილებელი სასმელები, ღვინო და ლუდი.
ახალი კონცეფციის თანახმად, ეკონომ კლასის მგზავრები ევროპულ ფრენებზე იღებენ უფასო ბოთლ წყალს და შოკოლადის ნაჭერს. ასეთი კვება ავიაკომპანიას 0,33 ევრო უჯდება.
სტატისტიკის მიხედვით, Lufthansa-ს 0,47 ევრო ღირდა საჭმლის, ჩაის, ყავის, წვენის, გამაგრილებელი სასმელების, ღვინისა და ლუდის ნაკრები.
ახლა ავიაკომპანია ბორტზე ჭიქა ჩაის ყიდის 3 ევროდ, ხოლო ყავას 3,5 ევროდ. მგზავრები, რომლებიც ყიდულობენ საკვებს ფასიანი მენიუდან, საშუალოდ ხარჯავენ 8,65 ევროს, აღნიშნა Lufthansa-მ.