რიგის აეროპორტში ახალი ფასიანი სერვისი დაინერგა – შეხვედრის სერვისი Meet & Greet.
აეროპორტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მგზავრს ან მოგზაურთა ჯგუფს, რომლებიც აღნიშნულ ახალ სერვისს შეიძენენ აეროპორტის პერსონალი გამგზავრების დარბაზში დახვდება და სარეგისტრაციო პუნქტთან მიაცილებს, სადაც მიიტანენ ჩაბარებულ ბარგს.
შემდეგ მგზავრი მოხვდება დაჩქარებული უსაფრთხოების სკრინინგზე და ამის შემდეგ დაგეგმილი გამგზავრების სექტორში. საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერა იქნება სასაზღვრო კონტროლის დროსაც. თავის მხრივ, ჩამოსულ მგზავრებს თვითმფრინავში დახვდება აეროპორტის თანამშრომელი და მიაცილებს მას მოკლევადიანი პარკინგის P1-ზე და იქვე მიაწოდებს მგზავრის ჩაბარებულ ბარგს.
თუ მგზავრმა მანქანა გრძელვადიან პარკინგზე გააჩერა და მიუთითა, აეროპორტის თანამშრომელი ასევე მოაწყობს ტრანსფერს ტერმინალში და უკან. მომსახურების საფასურის გადახდა შეგიძლიათ ადგილზე აეროპორტ „რიგას“ ვიზიტორთა სერვის ცენტრში, ან ონლაინ გადაიხადოთ მომსახურების მიღებამდე
ახალი სერვისის ფასები შეგიძლიათ იხილოთ აეროპორტის ვებგვერდზე. უკვე ცნობილია, რომ 2023 წელს რიგის აეროპორტი მოემსახურა 6,631 მლნ მგზავრს, რაც 23,2%-ით მეტია წინა წელთან შედარებით, მაგრამ 15%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წელს. რიგის საერთაშორისო აეროპორტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყველაზე დიდი საჰაერო მიმოსვლის კვანძია.