თურქეთის პრეზიდენტს მალე ახალი თვითმფრინავი მოემსახურება. ორ სართულიანი საპრეზიდენტო ბორტი – Boing 747/8 უკვე თურქეთშია. კონკრეტულად რა დაუჯდა თურქეთის ბიუჯეტს რეჯეფ თაიფ ერდოღანის ახალი, ბორტი #1 უცნობია, თუმცა ანალოგიური თვითმფრინავის შეძენა ავიაკომპანიებს 400 მლნ დოლარად შეუძლიათ.

სალონისა და ინტერიერის განახლების შემდეგ, თვითმფრინავი 463 მგზავრის ნაცვლად 76 ადამიანზეა გათვლილი. საპრეზიდენტო Boing-ში 7 საძინებელი ოთახი, 2 საკონფერენციო დარბაზი და მინი საავადმყოფოა განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ყველაზე ძვირადღირებული თვითმფრინავი მექსიკის სახელმწიფო მეთაურს ემსახურება და მისი ღირებულება 600 მლნ დოლარია. საუდის არაბეთის მეფე კი 520 მლნ-იანი თვითმფრინავით გადაადგილდება.

747

747