ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით, საქართველოს საჰაერო სივრცის რეგულარული ფრენებისთვის, დროებით დახურვის შემდეგ პირველ რეისს ასრულებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ის მიერ გამოქვეყნებული განახლებული გრაფიკიდან ირკვევა, ალმათი-თბილისი-ალმათის საჰაერო ხაზზე Air Astana ჩარტერული ავიარეისს 23 ივლისს განახორციელებს.
მთავარი ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების შეჩერების შემდეგ Air Astana საქართველოს მიმართულებით პირველ ჩარტერულ რეისს განახორციელებს