ავიაკომპანია Red Wings-ი ნოვოსიბირსკიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იწყებს. რეისები ტოლმაჩევოს აეროპორტიდან ზღვისპირა კურორტისკენ მგზავრებს საშუალებას მისცემს, დანიშნულების ადგილზე დაახლოებით 4 საათსა და 40 წუთში ჩავიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრენები Tu-204 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. განრიგის მიხედვით, თვითმფრინავი ნოვოსიბირსკიდან დილის საათებში გაფრინდება, ხოლო ბათუმიდან რეისი გვიან საღამოს განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ Red Wings-მა მანამდე რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოსგან ნებართვა საქართველოს სხვა ქალაქების, მათ შორის თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენებზეც მიიღო. ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება მიზნად ისახავს ტურისტული ნაკადების ზრდასა და ციმბირის რეგიონიდან შავი ზღვის სანაპიროზე მოგზაურობის გამარტივებას.












