აპრილიდან რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავიაკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ფრენებს 26 აპრილიდან დაიწყებს. ნიჟნი ნოვგოროდიდან ფრენები შაბათობით შესრულდება, ბათუმიდან კი კვირაობით. 28 მაისიდან ფრენების სიხშირე გაიზრდება: ოთხშაბათს რეისი შესრულდება ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმის მიმართულებით, ხოლო ხუთშაბათს ბათუმიდან ნიჟნი ნოვგოროდის მიმართულებით. მგზავრობის დრო 3 საათი 35 წუთი იქნება.
Red Wings-ი ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის მიმართულებით პირველ რეისს 28 აპრილს შეასრულებს, რუსეთის ქალაქიდან ფრენები ყოველ ორშაბათს განხორციელდება, ხოლო თბილისიდან სამშაბათს. 5 ივნისიდან არსებულ განრიგს უკვე მეორე სიხშირე დაემატება. ნიჟნი ნოვგოროდიდან ფრენა ხუთშაბათს შესრულდება, ხოლო თბილისიდან ნიჟნი ნოვგოროდის მიმართულებით პარასკევს. ფრენის დრო 3 საათი 20 წუთი იქნება.