რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი ეკატერინბურგიდან 5 ახალ მიმართულებას ამატებს და მათ შორისაა ბათუმიც.
9 ივლისიდან Red Wings ეკატერინბურგი-ბათუმი-ეკატერინბურგის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, SSJ-100-ით განხორციელდება.
გარდა ამისა, Red Wings-ი აპრილ-მაისში ეკატერინბურგსა და თბილისს შორის სიხშირეების რაოდენობას გაზრდის და კვირაში 4 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.