თანამედროვე სამყაროს წარმოდგენა ავიაინდუსტრიის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ტურიზმით დაწყებული, საჰაერო გადაზიდვებითა თუ საქმიანი ვიზიტებით დამთავრებული, ყოველივე ეს აეროპორტების, ავიახაზებისა და ავიამწარმოებლების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული.
მართალია, ამ ინდუსტრიაში არაერთი რგოლია ჩართული, თუმცა არცერთს არ აქვს ისეთი კრიტიკული მნიშვნელობა, როგორიც თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიებს. ამ მიმართულებით ბაზარზე ფაქტობრივ მონოპოლიასთან გვაქვს საქმე, რაც ორ გიგანტს, ამერიკულ Boeing-სა და ევროპულ Airbus-ს უკავშირდება. კონკურენტების ასეთი სიმწირე იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ თვითმფრინავების წარმოება უაღრესად რთულ და ძვირ საქმიანობად ითვლება, ამიტომაც კონტრაქტორები არჩევანს ყოველთვის ყველაზე გამოცდილ და სანდო პარტნიორებზე აკეთებენ.
Boeing-ის შემთხვევაში საბაზრო კაპიტალიზაცია 130 მილიარდ დოლარს შეადგენს და 1916 წლიდან მოყოლებული, ის აშშ-ის ბაზარზე უპირობო ლიდერად რჩება. მსოფლიოს მასშტაბით არსებული ავიახომალდების თითქმის 50 პროცენტი Boeing-ის მიერაა წარმოებული, სამომავლო კონტრაქტების ნახევარიც სწორედ ამ კომპანიაზე მოდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშორისო ავიახაზებს 108-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელება სურთ.
შემოსავლების მიხედვითაც ამერიკული კომპანია უპირობო ლიდერია, მოგებას კი მისი ინვესტორები ინაწილებენ, რომელთა შორის მოხვედრა საკმაოდ მარტივია საქართველოს ბანკის აპლიკაციის დახმარებით, რომელიც Boeing-ისა და ინდუსტრიაში წარმოდგენილი სხვა კომპანიების აქციების შეძენის საშუალებას იძლევა.
სამოქალაქო ავიაციის სექტორში Boeing-ის მთავარი კონკურენტი Airbus-ია, რომელიც ევროპულ ბაზარზე დომინირებს. თავად კომპანია 1970 წელს დაფუძნდა, თუმცა მის უკან არა კერძო მეწარმეები, არამედ გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ესპანეთის მთავრობები იდგნენ, შესაბამისად, ის ჭეშმარიტად საერთაშორისო კომპანიაა. Airbus-ის ხომალდები მაღალი ეფექტიანობით, ეკონომიურობითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით გამოირჩევიან, სწორედ ამიტომ ავიახაზებს ხშირად რთულია არჩევანის გაკეთება უწევთ Airbus-სა და Boeing-ს შორის.
საბედნიეროდ, მობილბანკში არჩევანის გაკეთება გაცილებით უფრო მარტივია, რადგან საინვესტიციო მოდულში ხელმისაწვდომია, როგორც ზემოხსენებული კომპანიების აქციები, ასევე ისეთი ETF-ები, რომლებიც ავიაწარმოების ინდუსტრიაში წარმოდგენილ თითქმის ყველა მსხვილ კომპანიას აერთიანებენ, მათ შორისაა: SPDR S&P Aerospace & Defense ETF (XAR) და iShares U.S. Aerospace & Defense ETF (ITA).
PwC-ის შეფასებით, თვითმფრინავებზე მოთხოვნა მზარდია, რაც გლობალური ეკონომიკური ზრდით და ურბანიზაციის დაჩქარებული ტემპითაა განპირობებული. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2033 წლისთვის ინდუსტრიის წლიური შემოსავალი 741 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ამჟამინდელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელი იქნება. ამ შემოსავლის უდიდეს ნაწილს, ბუნებრივია, Airbus-ის და Boeing-ის ინვესტორები გაინაწილებენ, რადგან კონტრაქტების აბსოლუტური უმეტესობა სწორედ ამ კომპანიებზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ ავიაწარმოების ინდუსტრია მხოლოდ სამოქალაქო სექტორს არ მოიცავს და ამ ბაზარზე სამხედრო კომპანიებიც ოპერირებენ, რომლებიც თვითმფრინავებს სახელმწიფოებისთვის აწარმოებენ.
სამხედრო კომპანიებს შორის Lockheed Martin-ი ლიდერობს, რომელიც NATO-სა და აშშ-ის შეიარაღებაზე ზრუნავს. სწორედ ამ კომპანიის მიერაა წარმოებული F-35, რომელიც სამხედრო ალიანსის ფლაგმანური ავიაგამანადგურებელია. Lockheed Martin-ის კაპიტალიზაცია 113 მილიარდ დოლარს აღწევს და 5-წლიან პერიოდში მისი აქციების ღირებულება 60%-ითაა გაზრდილი, რაც დივიდენდის გამცემი კომპანიისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია.
Lockheed Martin-ის გარდა, სამხედრო ავიასექტორზე სხვა კომპანიებიც ფოკუსირდებიან, მათ შორისაა: Raytheon Technologies, Northrop Grumman და General Dynamics.
საერთო ჯამში, ბაზარზე საერთო ტენდენცია იკვეთება – თვითმფრინავებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიამწარმოებელი კომპანიები ყოველწლიურად უფრო მეტი შემოსავლის მიღებას ახერხებენ, ამ მოცემულობით სარგებლის მიღება კი მობილბანკით მარტივადაა შესაძლებელი.
წყარო: argacherde.bog.ge