რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ ევროპული ავიაკომპანიები ჩინეთის ბაზარს ტოვებენ.
Virgin Atlantic-მა და SAS Scandinavian Airlines-მა წელს მთლიანად შეაჩერეს ფრენები ჩინეთის მიმართულებით. იმავდროულად რიგი სხვა კომპანიები – Finnair, British Airways, Lufthansa და LOT Polish Airlines – “მშვიდად ტოვებენ” ჩინეთის მიმართულებებს, იტყობინება საავიაციო ახალი ამბების საიტი Skift.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სწრაფად დააწესეს სრული აკრძალვა რუსულ თვითმფრინავებზე თავიანთ ქვეყნებში. რუსეთმა კი მათ თავისი საჰაერო სივრცის დახურვით უპასუხა, რითაც აიძულა ევროპელი ავიაკომპანიები აზიისკენ უფრო გრძელი მარშრუტების იფრინონ.
იმის გამო, რომ საწვავი ავიაკომპანიის საოპერაციო ხარჯების დაახლოებით 25 პროცენტს შეადგენს, ჩინეთში ფრენები მნიშვნელოვნად გაძვირდა, რამაც ევროპული ავიაკომპანიები აიძულა გადახედონ თავიანთ გეგმებს. ხანგრძლივ ფრენებს ასევე მეტი ეკიპაჟი სჭირდება, რაც ასევე ზრდის ხარჯებს.