პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების პილოტმა იძულებითი დაშვების შემდეგ უარი თქვა ფრენის განახლებაზე. პილოტმა განაცხადა, რომ მისი ცვლა დასრულდა და მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებდა. რეისი РК-9754, ელ რიადიდან აფრინდა და ისლამაბადში უნდა დაშვებულიყო, თუმცა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო საჰაერო ხომალდი დამამში დაეშვა. ამის შემდეგ მფრინავმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ფრენის გაგრძელებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მისი ცვლა დასრულდა.
მგზავრებმა ამის შესახებ, რომ შეიტყვეს უარი თქვეს თვითმფრინავიდან გადმოსვლაზე და ფრენის დაგვიანების გამო პროტესტი დაიწყეს. საბოლოო მგზავრები სასტუმროში განათავსეს, სადაც მეორე რეისს ელოდნენ.
მოგვიანებით ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მომხდარზე კომენტარი გააკეთეს. მათივე თქმით, პილოტი ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებდა.
“პილოტმა უნდა დაისვენოს, ეს აუცილებელია ფრენის უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია ავიაკომპანიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.