ბათუმში რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ კი ქარის გამო ისრაელის ავიაკომპანიებმა რეისები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელეს.

როგორც AviaNews-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს დღეს 26 თებერვალს ისრაელის ავიაკომპანია ISRAIR Airlines-მა დღეს 11:40 საათზე დაშვება ბათუმის ნაცვლად ქუთაისში განახორციელა, ხოლო ისრაელის მეორე ავიაკომპანია EL AL-ი კი თელ ვივიდან ქუთაისში დღეს 20:20 საათზე დაჯდება.

ორივე ფრენა ქუთაისზე წინასწარ იყო გადმომისამართებული, არსებული მეტეოროლოგიური პროგნოზის თანახმად.

ISRAIR Airlines:

მოფრენა თელ-ავივიდან: 26 თებერვალს – 11:40 ადგილობრივი დროით.
გაფრენა  თელ-ავივში: 26 თებერვალს – 13:45 ადგილობრივი დროით

EL AL:

მოფრენა თელ-ავივიდან: 26 თებერვალს – 20:20 ადგილობრივი დროით.
გაფრენა  თელ-ავივში: 26 თებერვალს – 21:20 ადგილობრივი დროით.