2020 წელს მსოფლიოში სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ დაკარგული ბარგის 69%-ი მის მფლობელს მოგვიანებით, მაგრამ ჩაბარდა. აღნიშნულის შესახებ განმარტებულია ანგარიშში Baggage IT Insights 2021, რომელიც კომპანია SITA-მ მოამზადა. მისი Word Tracer პროგრამული უზრუნველყოფა არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აეროპორტის ბარგის მიკვლევადობაში.
SITA-ს მონაცემებითვე, 2020 წელს დაკარგული ბარგის 27%-ი, რომლებიც პატრონებს დაუბრუნდა იყო დაზიანებული. ბარგის 4%-ი უგზოუკვლოდ გაუჩინარდა ან მოიპარეს და მის მფლობელს არ ჩაბარებია.
კვლევა აჩვენებს, რომ მგზავრების 37%-მა ბარგი იმიტომ ვერ მიიღეს, რომ მათი გადაჯდომისას დროულად ვერ მოესწრო ბარგის გადამუშავება და სხვა თვითმფრინავში ჩატვირთვა. 20%-ის შემთხვევაში კი აეროპორტის პერსონალს კონკრეტული ბარგის თვითმფრინავში ჩატვირთვა დაავიწყდა.
შემთხვევების 19%-ის შემთხვევაში საგნები დაიკარგა ბილეთის შეცდომის ან საავიაციო უსაფრთხოების დამატებითი კონტროლის გამო.
ბარგის 10%-ი არ დატვირთულა თვითმფრინავზე აეროპორტის შეზღუდვების, საბაჟოს, ადგილის არქონის, ან ამინდის შეზღუდვების გამო.
დანაკარგების 6%-ი მიეკუთვნება შეცდომებს ბარგის ეტიკეტირებისას, 5%-ი ბარგის ჩამოტვირთვისას დაშვებულ შეცდომებს. გამგზავრების აეროპორტში კი ჩანთების 4%-ი, არასწორად, სხვა თვითმფრინავზე აიტვირთა.
SITA-ს მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოს აეროპორტებში არასწორად დაამუშავეს 6,3 მლნ ჩანთა, მაშინ როდესაც 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 25.4 მლნ ჩანთას აღწევდა.
ცხადია 2020 წლის მაჩვენებლებზე გავლენა COVID-19-ის პანდემიამ და შეჩერებულმა ფრენებმა იქონია. 2020 წელს მსოფლიოში მგზავრების რაოდენობა 4,54 მლრდ-დან 1.8 მლრდ-მდე შემცირდა.
შესაბამისად დაკარგული ბარგის რაოდენობა ყოველ 1000 მგზავრზე მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ კი 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ყოველ 1000 მგზავრზე 5,6 დაკარგულ ჩანთას შეადგენდა, 2020 წელს მაჩვენებელი 37,5%-ით, 3,5 ჩანთამდე შემცირდა.
2020 წელს ავიაკომპანიებმა ევროპაში ყოველ 1000 მგზავრზე 4,61 ჩანთა დაკარგეს, ჩრდილოეთ ამერიკაში 4,1 ჩანთა, ხოლო აზიაში ყოველ 1000 მგზავრზე 1,15 ჩანთა.