აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის (AZAL) თბილისი-ბაქოს რეისი (J2-8230) ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.

ამის შესახებ ნათქვამია AZAL-ის მიერ აზერბაიჯანული მედიისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

აზერბაიჯანული მედიის ცნობითვე, თუ მგზავრებს რაიმე დამატებითი შეკითხვა აქვთ, მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ავიაკომპანიას ელექტრონული ფოსტის callcenter@azal.az საშუალებით.