Aviasales-ის ექსპერტებმა სოციალური ქსელების მომხმარებლები გამოჰკითხეს, თუ რატომ დგებიან წინასწარ, თვითმფრინავში ჩასხდომის გამოცხადებამდე რიგებში. გამოკითხულთა 41%-მა განაცხადა, რომ სუთ თვითმფრინავში პირველები ავიდნენ, რათა ბარგი მათთვის სასურველ ადგილზე განათავსონ. მგზავრთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ხელბარგით მოგზაურობისას მათთვის ხელსაყრელია, როდესაც ბარგი ზუსტად სავარძლის თავზე, თაროზეა განთავსებული და საჭიროების შემთხვევაში მასთან მიახლოების პრობლემა არ წარმოადგენს. მგზავრები წუხილს გამოთქვამენ იმაზე, რომ მათი ბარგისთვის ხშირად თაროებზე ადგილი არ არის და სწორედ ამით ხსნიან, წინასწარ რიგებში დგომას.

მეორე, ყველაზე პოპულარული პასუხია (25%) – რიგი რიგისთვის. მგზავრების ნაწილი აღნიშნავს, რომ ხშირად ეს ხდება ინსტიქტურად და გაუცნობიერებლად.

გამოკითხულთა 19%-ი კი მიიჩნევს, რომ წინასწარ რიგში დგება იმის გამო, რომ თავიდან აიცილოს გადაჯავშა და გარანტირებულად გაფრინდეს. გამოკითხული ერთ-ერთი მგზავრი წუხდა იმის გამო, რომ გადაჯავშნის შედეგად ის მეგობრებთან ერთად ვერ გაფრინდა და აეროპორტში, შემდგომ რეისამდე ლოდინი მარტოს მოუწია.