აეროპორტის ტერიტორიაზე და მის მახლობლად დრონების გამოყენება დაუშვებლია, რაც თავის მხრივ ფრენების უსაფრთხოებასთანაა კავშირში. თუმცა ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტის მენეჯმენტმა დაუშვა, რომ აეროპორტის მახლობლად დრონებმა მოახდინონ ოპერირება, რაც თავის მხრივ დროებითი პროცესია და კონკრეტულ მიზნებს ემსახურება.
COVID-19-ის ფონზე შეჩერებული ფრენების ფონზე ტრაფიკი 85%-ით შემცირდა და ამ ფონზე აეროპორტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ამით ისარგებლოს და აეროპორტის ინფრასტრუქტურის მდგომარეობა სიმაღლიდან დეტალურად შეისწავლოს.