პარიზიდან ბანგკოკის მიმართულებით მიმავალი Air France-ის Airbus A350-900, რომელიც ასრულებდა რეისს AF198 – ტექნიკური გაუმართაობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში (TBS) დაჯდა.
ინციდენტი 2025 წლის 10 აგვისტოს, თურქმენეთის საჰაერო სივრცეში, 37,000 ფუტის სიმაღლეზე მოხდა. როგორც ცნობილია, პრობლემა ჟანგბადის ბალონის გაუმართაობას უკავშირდებოდა, რის გამოც პილოტებმა იძულებითი დაშვება განახორციელეს.
მგზავრების გადასაყვანად Air France-მა ბანგკოკის მიმართულებით სამაშველო რეისი დანიშნა, რომელიც ორშაბათს კიდევ ერთმა Airbus A350-მა შეასრულა.












