ესპანელი შემსრულებელი ხულიო იგლესიასი დომინიკის რესპუბლიკის აეროპორტში ჩემოდნების შიგთავსის გამო დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. ირკვევა, რომ ინციდენტი პუნტა კანას აეროპორტში მოხდა, სადაც მომღერალი ბაჰამის კუნძულებიდან ჩავიდა.

დომინიკის რესპუბლიკაში მებაჟეებმა მის ბარგში 40 კგ-ზე მეტი პროდუქტები აღმოაჩინეს, მათ შორის ნედლი პროდუქტები, რომელთა შეტანა სახელმწიფოში აკრძალულია. ამ ქვეყნის ხელისუფლება საზღვარზე გარკვეული ტიპის მწერების აღმოჩენის გამო განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს.

აღსანიშნავია, რომ მომღერალი და მასთან ერთად მგზავრები აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. საბოლოოდ სიტუაციის მოგვარებაში რესპუბლიკის ხელისუფლებაც ჩაერთო და მომღერალი გაათავისუფლეს.

80 წლის ხულიო იგლესიასი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ესპანურენოვანი შემსრულებელია, რომელსაც რამდენიმე ათეულობით ალბომი აქვს გამოშვებული.