ბაჰრეინში, მსოფლიოში პირველი წყალქვეშა თემატური პარკი გაიხსნა. ამიერიდან მყვინთავებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობა ეძლევათ წყალქვეშ ჩავიდნენ და თემატური პარკის მთავარი ატრაქცია – სპეციალურად ჩაძირული Boeing 747 დაათვალიერონ.
წყალქვეშა პარკი Dive Bahrain-ი სამეფოს ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. 20 მეტრიანი Boeing 747 წყლის ქვეშ 70 მეტრის სიღრმეშია ჩაძირული
ბაჰრეინის წყალქვეშა თემატური პარკი მთლიანობაში 100 ათას კვ/მ-ზეა გადაჭიმული. Dive Bahrain-ის დათვალიერება ყველა მსურველს შეუძლია, რისთვისაც დაივინგ-ცენტრისგან შესაბამისი აკრედიტაციის ქონაა საჭირო.
ბაჰრეინს წლის განმავლობაში 8 მლნ-მდე ტურისტი ჰყავს. ტურისტების ნაწილი ბაჰრეინს სწორედ დაივინგის მიზნით სტუმრობს.
ბაჰრეინში სტუმრობის საუკეთესო პერიოდად კი ნოემბერ-მარტი მიიჩნევა.