მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლების Boeing-ისა და Airbus-ის ყველა ახალ სამგზავრო თვითმფრინავს ერთი საერთო აქვს – ყველა საჰაერო ხომალდი ქარხანაში მწვანედ არის შეღებილი.
სულ რამდენიმე კვირაში თვითმფრინავი ჩვეულ სამოქალაქო სახეს იღებს. მაშინ რატომაა საჭირო “მწვანე საღებავი” ფიუზელაჟზე?
მწვანე საფარი არის დამცავი პრაიმერი, რომელიც ფარავს თვითმფრინავს ავიაკომპანიის სტანდარტულ ფერებში გადაღებვამდე. იგი გამოიყენება ფიუზელაჟის ელემენტებზე მანამდეც კი, სანამ ისინი ერთ მთლიანობად შეერთდებიან.
თვითმფრინავის შეკრების დაწყებიდან სატესტო ფრენების დასრულებამდე და შემდგომ მის დამკვეთისთვის ჩაბარებას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მწვანე პრაიმერის გარეშე, თვითმფრინავის კორპუსის ალუმინი იქნებოდა დაუცველი და კოროზიისადმი მგრძნობიარე.
მოგვიანებით, თვითმფრინავის ექსპლუატაციის დროს, როდესაც ჩნდება ხელახალი შეღებვის საჭიროება, თვითმფრინავი არ არის დაფარული მწვანე პრაიმერით.
ყველა საღებავი და პრაიმერი ირეცხება ფიუზელაჟიდან ლითონამდე სპეციალური გამხსნელების გამოყენებით და შემდეგ გამოიყენება საფარის ახალი ფენა ანუ ფიუზელაჟი პრიალდება ბზინვარებამდე.