ამერიკელმა მეცნიერებმა კორნელის უნივერსიტეტიდან და გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს მკვლევარებმა დაადგინეს ის, ფაქტორები რაც გავლენას ახდენს ბორტზე ტომატის წვენის გემოზე. კვლევის შედეგები ჟურნალ Experimental Psychology-ში გამოქვეყნდა.
თვითმფრინავზე სასმელების მოხმარების სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მგზავრები ფრენისას ყველაზე ხშირად ტომატის წვენს სვამენ.
Lufthansa-ს ექსპერტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თვითმფრინავის სალონში მშრალი ჰაერის გამო ადამიანები განიცდიან ყნოსვის რეცეპტორების დისფუნქციას.
კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის დროსაც მოხალისეებს მოეთხოვებათ ტომატის წვენის დალევა სხვადასხვა პირობებში, აჩვენა, რომ სასმელს განსხვავებული გემო აქვს ხმაურიან გარემოში.
ასე რომ, გაზრდილი ხმაურის გამო, პომიდვრისათვის დამახასიათებელი ე.წ. “უმამი” (მეხუთე) გემო უფრო გამოხატულია, რაც ტომატის წვენს უფრო გემრიელს ხდის ჰაერში.