წელს იყო ფანტასტიური სეზონი, – ასე აფასებს 2025 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე საოჯახოსასტუმრო „თარიპირი“. სასტუმროს წარმომადგენელილაშა აბაიშვილი ამბობს, რომ რეგიონში სხვადასხვაივენთები, მათ შორის „გემო გესტი“, სტუმრებისრაოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს.
„წელს იყო ფანტასტიური სეზონი. ფაქტობრივად, ბოლოწლებში ტურისტების რაოდენობა მზარდია. საოჯახოსასტუმროებიც და სასტუმროებიც დამსვენებლებითგადავსებულია-რა თქმა უნდა, ფესტივალები, „გემოფესტი“, ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ბევრიცსწორედ ამ ღონისძიებების გამო სტუმრობს რაჭას.
სასტუმრო „თარიპირზე“ რაც შემიძლია გითხრათ: აგვისტო რაჭაში განსაკუთრებულად გამორჩეულია დათითქმის ყველა სასტუმრო დაკავებულია. შემდგომმოდის შემოდგომა – რთველი. ჩვენთან რთველი დაშემოდგომა განსაკუთრებულია, ძალიან ლამაზი დაბევრ სტუმარს იზიდავს.
ჩვენთან რთველი კიდევ უფრო განსაკუთრებულია დარაჭაში ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის — ყურძნისკრეფაში მონაწილეობენ, ასევე მონაწილეობას იღებენყურძნის დაწურვაში.
რაჭველებისთვის ხვანჭკარა და რთველიგანსაკუთრებულია. რაჭა შემოდგომაზეც ძალიანგანსაკუთრებულია. ვისაც რაჭა ნანახი არ აქვს, ყველასმოვუწოდებ, რომ აუცილებლად ესტუმრონ რეგიონს დამით უმეტეს – რთველში მიიღონ მონაწილეობა,“ – აღნიშნავს ლაშა აბაიშვილი.












