დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი, რომელიც ცნობილია 10 ევროიანი ბილეთებით, ამ თანხით თითო მგზავრზე გაწეული ხარჯის მეოთხედს თუ ფარავს.
Ryanair-ის საშუალო ხარჯი თითო მგზავრზე, 2019 წლის ფინანსური წლისთვის, 47,02 ევროს შეადგენს, მაშინ როდესაც ბილეთის საშუალო ტარიფი 37,03 ევროა.
როგორ ახდენს Ryanair-ი სხვაობის კომპენსირებას?
პასუხი მარტივია: დამატებითი სერვისების რეალიზაციიდან. მგზავრი, დამატებითი სერვისების შეძენისთვის, საშუალოდ 17.15 ევროს ხარჯავს. ამის გათვალისწინებით კი შემოსავალი თითო მგზავრიდან საშუალოდ 54,17 ევროა, რითაც Ryanair-ს თითო ბილეთზე 7,15 ევრო რჩება.
გასათვალისწინებელი ფაქტია ისიც, რომ წლის განმავლობაში Ryanair-ის მგზავრთნაკადმა 142,1 მლნ მგზავრი შეადგინა, რის გამოც “ლოუკოსტერის” წმინდა მოგება 1 მლრდ ევროს დონეზე დაფიქსირდა.
სად დახარჯა ფული Ryanair-მა?
2019 წლის ფინანსური წლისთვის ავიაკომპანიის საოპერაციო ხარჯმა 6 მლრდ 374.3 მლნ ევრო (Laudamotion-ის გარეშე) შეადგინა.
- საწვავი – 36.8%;
- აეროპორტის მოსაკრებლები და მიწისზედა მომსახურებები – 16.1%;
პერსონალის ხარჯები – 14.8%; - აერონავიგაცია – 11.3%;
- ამორტიზაცია – 10%;
- მარკეტინგისა და დისტრიბუციის ხარჯები – 7.2%-ი;
- ტექნიკური მომსახურებისა და ნაწილების ხარჯები – 2.8%;
- თვითმფრინავის იჯარის ხარჯები – 1%;
ცნობისათვის, თვითმფრინავის იჯარისთვის დაბალი მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ Ryanair-ს ავიაპარკში უმეტესწილად საკუთარი საჰაერო ხომალდები ყავს. ამ ფონზე, კი საკუთარ თვითმფრინავებზე გაწეული დანახარჯები “ამორტიზაციის” მუხლში იყრის თავს.