ფინანსურმა კორპორაცია HSBC-მა თვითმფრინავის ბორტზე მგზავრების ხარჯების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.

კომპანიის განმარტებით, ყოველდღიურად მსოფლიოში 7 საათსა და 40 წუთზე მეტ ფრენას 11.9 მლნ მგზავრი ახორციელებს. ამ დროს კი თითო მგზავრი საშუალოდ 91.90 დოლარს ხარჯავს. უფრო კონკრეტულად საერთო ხარჯიდან 68,47 დოლარი duty free-ს მაღაზიებზე, 7.89 დოლარი კვებაზე, 3.43 დოლარი სასმელზე, 3.28 დოლარი Wi-Fi-ზე მოდის.

მოგზაურობისას ყველაზე კარგ გართობად მუსიკის მოსმენა ითვლება. ერთი დღის განმავლობაში მსოფლიოში ავიამგზავრები 60,3 მლნ სიმღერას უსმენენ.

მუსიკის მოსმენის შემდეგ, ფრენის დროს ყველაზე პოპულარულია ფილმების ყურება. დღის განმავლობაში მგზავრები მთლიანობაში 15 მლნ ფილმს ნახულობენ.

ბორტზე მგზავრებისათვის მნიშვნელოვან საქმედ ითვლება ასევე ფოტოს შემოწმება და პასუხების გაცემა. (დღეში 10 მლნ საფოსტო გზავნილი)

ხანგრძლივი მოგზაურობისას ხშირად ახალი ნაცნობობისა და მეგობრობის დასაწყისია. მგზავრების 14%-ი თანამგზავრთან კომუნიკაციას მომავალშიც აგრძელებს.

50 მგზავრიდან ერთი კი საკუთარ სიყვარულს სწორედ თვითმფრინავში პოულობს.