საქართველოს ვიზიტორთა 35,8% გართობის, დასვენებისა და რეკრეაციული მიზნით სტუმრობს.
21,6%-ის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი მეგობრებისა და ნათესავების მონახულებაა, ტრანზიტის გამოყენება უწევს ვიზიტორთა 15,5%-ს.
ბიზნესის და პროფესიული საქმიანობაა ვიზიტორთა 12,3%-ის საქართველოში სტუმრობის მიზანი.
შოპინგს ირჩევს ვიზიტორთა 8,9%, ნელ-ნელა იზრდება სამედიცინო ტურიზმით დაინტერესებულ ვიზიტორთა რაოდენობა და 2019 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორთა 3,2%-მა საქართველოს მკურნალობის მიზნით ეწვია.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში საშუალო დანახარჯი ერთ ვიზიტზე 890 ლარია, ერთ ტურისტულ ვიზიტზე კი ეს მაჩვენებელი 1216 ლარს შეადგენს. მთლიანობაში საქართველომ საერთაშორისო ტუიზმიდან პირველ კვარტალში 1,186 მლრდ ლარზე მეტი მიიღო.
ყველაზე მეტ თანხას ვიზიტორები საკვებსა და სასმელზე ხარჯავენ, მასზე მოდის ხარჯის 26,2%, განთავსების საშუალებებზე 25,7%, რეკრეაციაზე, კულტლრულ და სპორტულ აქტივობებზე 18,6%.