რუსეთთან ფრენების შეჩერებამ ევროპის ქვეყნებში ტურისტების ნაკადზე მკვეთრად იმოქმედა, სადაც პანდემიამდე დიდი რაოდენობით რუსები ჩადიოდნენ,- წერს რუსული მედია.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ გამოთვალა რამდენს დაკარგავს ევროპა რუსეთის ფედერაციიდან მოგზაურების ნაკადების შემცირების გამო. მათი განმარტებით ყველზე მეტად ჩეხეთი, უნგრეთი, იტალია, ესპანეთი, თურქეთი და კვიპროსი დაზარალდება.

უნგრეთის სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის მონაცემებით, რუსული ბაზრის გარეშე ქვეყანაში ტურისტების მთლიანი ნაკადი 10-15%-ით შემცირდება.

“2019 წელს ჩეხეთის დედაქალაქს თითქმის 400 000 რუსი ტურისტი ეწვია. თუმცა, წელს რუსებს პრაღაში აღარ მიესალმებიან: ჩეხეთი არ გასცემს ტურისტულ ვიზებს რუსეთში“, – წერენ ტუროპერატორთა ასოციაციის ექსპერტები.

რუსები ტურისტების გარეშე იტალიური ტურიზმიც დაზარალდება. 2021 წელს იტალიამ 200 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა რუსეთიდან ჩასული მოგზაურებისგან.
თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის მონაცემებით, ქვეყანამ შესაძლოა რუსული ბაზრის ნახევარი მაინც დაკარგოს. თუ 2022 წელს იქ 7 მილიონი რუსს ელოდნენ, ახლა ეს შეფასებები 3-3,5 მილიონ ადამიანამდე დაეცა.
„კვიპროსს ემუქრება წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%-მდე დაკარგვის რისკი, თუ რუსი ტურისტები, რომელთა წილი 25-30%-ს შეადგენს, წლის ბოლომდე არ დაბრუნდებიან ქვეყანაში. 2022 წელს ისინი კვიპროსში 800 ათასამდე რუსი ტურისტის მიღებას ელოდნენ,”- აღნიშნავს ასოციაცია.

ესპანეთის ეკონომიკას რუსი ტურისტების დაკარგვით 1,4 მილიარდ ევრომდე ზარალი ემუქრება. ესპანეთის ტურიზმის ინსტიტუტის მონაცემებით, 2020 წლის პანდემიის დროსაც კი, დაახლოებით 100 000 რუსი ეწვია ქვეყანას და დახარჯა 113 მილიონი ევრო.