რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს განაახლებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ აღნიშნულ მიმართულებაზე ბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია.
“ახალი თავგადასავლების დროა ?
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტის კარი თქვენთვის ისევ იხსნება ✌️
? ოქტომბრიდან ქუთაისი – რიგის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგება.
ავიარეისებს ავიაკომპანია Wizz Air კვირაში ერთხელ შეასრულებს ✈
? ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://wizzair.com/”, აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
