საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალური დირექტორი ალექსანდ დე ჟუნიაკი პოსტს 2021 წლის 31 მარტს დატოვებს, ხოლო მის ადგილს International Airlines Group-ის ყოფილი ხელმძღვანელი უიმ უოლში დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდ დე ჟუნიაკმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას გეგმავდა. რამაც ასოციაციას შესაძლებლობა მისცა მისი შემცვლელების ძებნა დაეწყო.
ალექსანდ დე ჟუნიაკი IATA-ს 2016 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი ავიაკომპანია Air France-KLM-ის შეფი იყო, რაც შეეხება უილ უოლშ-ს ის IAG-ს 2020 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა.