თხილი აღმოჩნდა “აკრძალული პროდუქტი”, რომელიც ამიერიდან ბორტებზე საკვებ პროდუქტებში აღარც გამოიყენება და აღარც გაიყიდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ერთდროულად რამდენიმე ავიაკომპანიამ მიიღო, რაც თავის მხრივ ალერგიული მგზავრების უსაფრთხოებას უკავშირდება.
მგზავრებმა, რომელთაც თხილზე ალერგია აქვთ, ავიაკომპანიას აღნიშნულის შესახებ ადრევე უნდა აცნობონ, რათა ავიაგადამზიდავმა შესაბამისი ზომები გაატაროს და კონკრეტულ რეისზე თხილის არსებობა საერთოდ “გააქროს”.
ასეთ დროს, თხილის გამოყენებაც კი არ მოხდება საბორტე კვების რაციონში.
მაშ ასე, საბორტე მენიუში თხილის გამოყენებაზე უარი უკვე განაცხადეს ავიაკომპანიებმა: Qantas-ი, Southwest Airlines-ი, British Airways-ი, Lufthansa. ასევე, EasyJet გარკვეულ რეისებზე თხილის გამოყენების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო.