ავიაცია ზამთრის სანავიგაციო სეზონის საჰაერო მიმოსვლაზე უკვე გადავიდა. AviaNews-მა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-დან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებადი წამყვანი ავიაკომპანიების სიხშირეები გამოითხოვა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიების უმეტესი ნაწილი ზამთრის სანავიგაციო სეზონზე სიხშირეებს ზაფხულის იდენტურად ტოვებენ.

Turkish Airlines – ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში სტამბოლსა და თბილისს შორის ავიაკომპანია დღეში 5 რეისს ასრულებდა, მათ შორის 1 რეისი სრულდებოდა საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც ავიაკომპანია ანალოგიურად ინარჩუნებს დღეში 5 სიხშირეს (4 „სტამბოლი“ და 1 საბიჰა გიოქჩენი)

Lufthansa – ზაფხულში მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით დღეში 1 რეისს ასრულება და ზამთარშიც ანალოგიურად აგრძელებს.

Air France- პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 3 სიხშირით ახორციელებდა, ზამთრის სეზონზე ავიაკომპანია არ ამცირებს რეისებს და აგრძელებს კვირაში 3 რეისის შესრულებას.

Pegasus Airlines – ზაფხულის სეზონზე თბილისში რეისებს ასრულებდა ანტალიიდან (5), ანკარადა (2), იზმირიდან (2) და სტამბოლიდან (საბიჰა გიოქჩენის) (17) – ავიაკომპანია აპირებს ზამთარში დაიტოვოს 3 მიმართულება: ანტალია (კვირაში 3 სიხშირე ), ანკარა (კვირაში 2 სიხშირე) და საბიჰა გიოქჩენი (17 სიხშირე) – და დეკემბრიდან დაამატებს 4 სიხშირეს საბიჰა გიოქჩენის მიმართულებით.

Sun Express – ზაფხულში დაიწყო რეისების შესრულება 3 მიმართულებით, ანტალია (2), ანკარა და იზმირი . ზამთარში სეზონზე, კერძოდ კი ნოემბრის ბოლომდე ავიაკომპანია გეგმავს ანტალიიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 2 რეისი შეასრულოს.

China Southern Airlines – ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში 3 სიხშირით ოპერირებდა, თუმცა ზამთარში ფრენებს 4 სიხშირით აპირებს.

Azerbaijan Airlines (Buta Airways)- ზაფხულში ძირითადად ასრულებდა დღეში 4 რეისს, ზამთარში კი ამატებს და გეგმავს დღეში 5 რეისის შესრულებას

Indigo – ზაფხულში კვირაში თბილისის მიმართულებით 3 რეისს ასრულებდა და ზამთარშიც 3 სიხშირით გააგრძელებს დელიდან ფრენებს.

Air Astana – ზაფხულში ასრულებდა 10 რეისს ალმატის და ასტანას აეროპორტებიდან, თუმცა ავიაკომპანია ზამთრის სანავიგაციო სეზონზე თბილისის მიმართულებით ტოვებს მხოლოდ 4 სიხშირეს და ოპერირებას ალმატი-თბილისი-ალმატის საჰაერო ხაზზე მოახდენს.

Aegean Airlines – ზაფხულში თბილისის მიმართულებით ათენიდან და სალონიკიდან ასრულებდა 6 რეისს. ზამთარში ტოვებს 4 სიხშირეს, თბილისის მიმართულებით რეისებს მხოლოდ ათენიდან განახორციელებს.

AirBaltic – ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია რიგასა და თბილისს შორის კვირაში 5 სიხშირით ოპერირებდა, ხოლო ზამთარში 3 სიხშირით ოპერირებას აპირებს.