ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 32 სიხშირით იფრენს.
სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კი Turkish Airlines-ი ფრენებს კვირაში 11 სიხშირით გეგმავს.
რაც შეეხება Turkish Airlines-ის შვილობილ, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია AJet-ი ის თბილისის მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით იფრენს.
აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-ის ყველა ფრენა სტამბოლის ახალი აეროპორტიდან განხორციელდება, ხოლო AJet-ი ბაზირებულია სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტში.