ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი საქართველოში ფრენებს სტამბოლიდან, ანკარადან და ანტალიიდან განახორციელებს.
ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე Pegasus Airlines-ი კვირაში 2 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, ხოლო ანტალია-თბილისი-ანტალიას მიმართულებაზე ფრენებს საწყის ეტაპზე კვირაში 5 სიხშირით, ხოლო მოთხოვნის ზრდის ფონზე მათ რაოდენობას გაზრდის და კვირაში 7 სიხშირით იფრენს.
რაც შეეხება სტამბოლი(SAW)-თბილისი-სტამბოლის მიმართულებას ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 17 სიხშირით განახორციელებს.
სტამბოლსა (SAW) და ბათუმს შორის Pegasus Airlines-ი ფრენებს კვირაში 4 სიხშირით, ხოლო სტამბოლსა (SAW) და ქუთაისს შორის 3 სიხშირით შეასრულებს.