რამდენი 4 და 5 ვარსკვლავიანი ავიაკომპანია ოპერირებს საქართველოში? მგზავრების მომსახურების ასოციაციამ (APEX) 2020 წლისთვის 5 და 4 ვარსკვლავიანი ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიებიდან მსოფლიოს გლობალურ რეიტინგში 5 ვარსკვლავს 4 ავიაკომპანია ფლობს, ხოლო 4 ვარსკვლავს 4 ავიაკომპანია.
5 ვარსკვლავიანი ავიაკომპანიებიდან საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ: Korean Air-ი (ჩარტერული ავიარეისებით), Lufthansa, Qatar Airways-ი და Turkish Airlines-ი.
რაც შეეხება 4 ვარსკვლავიან გლობალურ ავიაკომპანიას, საქართველოს ავიაბაზარზე ასეთი 4 ავიაკომპანიაა: Air France, China Southern Airlines-ი, El Al-ი და LOT Polish Airlines-ი.
APEX-ის მიერ შედგენილი 4 და 5 ვარსკვლავიანი გლობალური ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
Aeroflot – 5
Aeroméxico – 5
Air France – 4
Air New Zealand – 5
Air Italy – 4
American Airlines – 5
All Nippon Airways – 5
Asiana Airlines – 5
British Airways – 4
Cathay Pacific – 5
China Airlines – 5
China Southern Airlines – 4
Delta Air Lines – 5
El Al – 4
Emirates – 5
Etihad Airways – 4
EVA Air – 5
Finnair – 4
Iberia – 4
Japan Airlines – 5
KLM Royal Dutch Airlines – 5
Korean Air – 5
LATAM Group – 4
LOT Polish Airlines – 4
Lufthansa – 5
Malaysia Airlines – 4
Qantas – 5
Qatar Airways – 5
Scandinavian Airlines (SAS) – 4
Singapore Airlines – 5
SWISS International Air Lines – 5
Thai Airways International – 4
Turkish Airlines – 5
United Airlines – 4
Vietnam Airlines – 4
Virgin Atlantic – 5