2023 წლის მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრს 260 595 მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობის 83%-ია, ხოლო 2022 წლის მარტის მონაცემებთან შედარებით, 43%-იანი ზრდაა.
როგორც თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის მარტში 30 126 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 16%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 38%-ით აღემატება.